„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” და ,,პ” ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკრაინის მოქალაქე სტუდენტებისთვის 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის გაცემის წესი (დანართი N1);
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ერთჯერადი საუნივერსიტეტო სტიპენდიის განაცხადის ფორმა (დანართი N2);
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე